რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში დედაენის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.
დღესვე პირველი კლასელებისთვის სკოლა დასრულდა და ღია გაკვეთილი ხელოვნებასა და დედაენის თემაზე ჩატარდა. ასევე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
დედაენის ძეგლის გახსნა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით დასრულდა.
ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.