რუსთავის მე-6 დაწესებულების მსჯავრდებულმა, ავთანდილ სოფრომაძემ სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით მაკრატლით თვითდაზიანება მიიყენა.
ირკვევა, რომ შემთხვევა 5 მაისს მოხდა.
დღეს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შენობასთან მსჯავრდებულის დედის, ახლობლებისა აქცია გაიმართა. მათი განცხადებით, პატიმარზე ციხის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს.
მსჯავრდებულის დედის თქმით, მის შვილს დარეკვის უფლება აუკრძალეს და არც თავად აქვს მისი ნახვის შესაძლებლობა.
პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ავთანდილ სოფრომაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახდენს. ასევე ის უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
უწყების ინფორმაციით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.