რუსთავში რამდენიმე კორპუსს სახურავების გადასახური მასალები გადაეცემა(+ფოტო)

დღეს “რუსთავის კორპუსის” ინიციატივის ფარგლებში, ქალაქში 7 მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას სახურავების გადასახური მასალები გადაეცემათ.  

იმისთვის რომ კორპუსმა მიიღოს სარემონტო მასალები, აუცილებელია მოსახლეობამ მიმართოს “რუსთავის კორპუსს” შესაბამისი  განცხადებით და მოსახლეობის ხელმოწერებით. 

აღნიშნული ინიციატივა ქალაქში უკვე მეორე წელია ხორციელდება.