რუსთავში ფოლადის სტადიონზე ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში ფოლადის სტადიონზე ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რუსთავის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედნის სადრენაჟო სისტემის და ხელოვნური საფარის მოწყობა. ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცხოვრებელ ბაზას. ასევე მოეწყობა კვების ბლოკი და ახლოს მდებარე მინი სტადიონი.

შეგახსენებთ, რომ სათადარიგო მოედნის დასრულების შემდეგ დაიწყება ცენტრალური სტადიონის საფარის გამოცვლა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განახორციელებს.