რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში 15-მა მოსწავლემ ინტოქსიკაცია მიიღო.
მოსწავლეებმა ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სკოლის კაფეტერიაში შეძენილი საკვები პროდუქტით მიიღეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმეზე მოკვლევა დაიწყო .