საარჩევნო პროცესი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

საქართველოში 410 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი დილის რვა საათზე დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით 400 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრის პროცესი საღამოს 8-საათზე დასრულდება.

გამარჯვებულად კანდიდატი იმ შემთხვევაში ჩაითვლება თუ ხმების 50 პროცენტზე მეტს მიიღებს. სხვა შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისსა განსაზღვრული.