საბერძნეთიდან ქართველი მკლავჭიდელები 120 მედლით დაბრუნდნენ

საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკში 14-23 მაისს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 120 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
დიდების კატეგორიაში ნაკრების წევრებმა 4 ოქრო, 6 ვერცხლი და 5 ბრინჯაო აიღეს.

ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი 24 ოქროს, 14 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

პარამკლავჭიდელების ანგარიშზე 23 ოქრო, 20 ვერცხლი და 9 ბრინჯაოს მედალია.