საბერძნეთის ქალაქ კალითეაში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 29 წლის ქალი სავარაუდოდ გაგუდეს. ახლობლები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა.