უბედური შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტ სოფელ ბადიაურში. 24 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო. ახალგაზრდა შემთხვევის დროს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, ხელნაკეთი თევზის საჭერი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დაარტყა, შემდეგ კი დაიხრჩო. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.