სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა. კერძოდ, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -4.5%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი – 1.7%-ით არის გაზრდილი; ანტიბიოტიკებზე – 9.5%-ით; 6.4%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 5.6%-ით ; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – 4.8%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია 1.8%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგადად მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენციაა . ექსპერტების ცნობით
გაძვირება მათ შორის იმპორტზე დამოკიდებულებით არის განპირობებული.