სოციალური კამპანიის “გავიგუდეთ” ერთ–ერთი აქტივისტი ნიკა მუსერიძე, რუსთავის პოლიციის მე–2 განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამ ეტაპზე, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დაიბარეს მუსერიძე პოლიციაში, თუმცა ახლობლები ვარაუდობენ, რომ მიზეზი გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაა. მათივე თქმით, ნიკა მუსერიძემ კამპანიის “გავიგუდეთ” ოფიციალურ გვერდზე “ჯეოსთილის” დირექტორის პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა.