სამშვილდის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
სამეცნიერო სამუშაოები ადგილზე 2018 წელს დაიწყო და 2022 წლამდე გაგრძელდება.
2019 წელს დაგეგმილი სამუშაოები არქიტექტურული კომპლექსის 2 უბანს მოიცავს.
არქეოლოგიური ძიების შედეგად ქალაქის გალავნის დღემდე უცნობი თავდაცვითი კედელია გამოვლენილი და ის სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. არქეოლოგების მიერ გაითხარა XVIII საუკუნის წყალსადენის ერთი მონაკვეთი. სამეცნიერო კვლევის მეორე უბანზე გაჭრილ სადაზვერვო თხრილში გამოვლენილია სათონეს ერთი მონაკვეთი. ბაზალტის ქვით ნაგები სამეურნეო ნაგებობის აღმოჩენილი კედლები მის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს წარმოადგენს, რომლის შიგნით თონე და სამეურნეო ორმოები დაფიქსირდა. არქეოლოგების წინასწარი დასკვნებით, სათონე XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.
არქეოლოგიური ექსპედიციის მე-2 ეტაპი სამშვილდის ნაქალაქარზე 2019 წლის სექტემბრის თვეში გაგრძელდება.
წყარო: გაზეთი ბოლნისი