თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სატვირთო ავტომობილი ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები გამვლელები არიან. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.