საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა.
შეხვედრა უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა.

ამ ეტაპზე რუსთაველებს 10 ქულა აქვთ და მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, მორიგ მატჩს “რუსთავი” შინ, რუსთავში ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გამართავს.