საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ ბოლო დღეებში უფასურდება.
ლარმა გაუფასურება „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე 6 მაისიდან დაიწყო. ამჟამად ამავე პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7380 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარია. კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაადგინა.