საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ ბოლო დღეებში უფასურდება

საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ ბოლო დღეებში უფასურდება.

ლარმა გაუფასურება „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე 6 მაისიდან დაიწყო. ამჟამად ამავე პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7380 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარია. კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაადგინა.