საქართველოს პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე დაცვა აღარ ეყოლება

საქართველოს პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება.

ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტში ცვლილება მესამე მოსმენით, 101 ხმით დამტკიცდა.

ცვლილებით, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ 1 წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.
რის შემდეგ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, გაუგრძელოს თუ არა ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვით მომსახურება.

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.