საქართველოს 14 ქალაქში 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს იმღერებენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს 14 ქალაქში 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნს იმღერებენ.

„1918 წლის 26 მაისს, კვირას, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

26 მაისს, ზუსტად იმავე დროს, 17:10-ზე, ვიკრიბებით და ვუმღერით ჰიმნს თავისუფლებას საქართველოს შემდეგ ქალაქებში:

თბილისი – თავისუფლების მოედანი
რუსთავი – თავისუფლების მოედანი
ბათუმი – ერას მოედანი
თელავი – ერეკლე მეორეს მოედანი
მარნეული – შოთა რუსთაველის ქუჩა
გორი – მთავარი მოედანი
ახალციხე – რაბათის ციხე
ახალქალაქი – თავისუფლების ქუჩა
ქუთაისი – ცისფერყანწელების ქუჩა
ამბროლაური – ცენტრალური მოედანი
ზუგდიდი – ცენტრალური მოედანი
მესტია – სგიმიერი-სეტის მოედანი
ფოთი – რუსთაველის რკალი
ოზურგეთი – ჭადრების პარკი“, – აღნიშნულია 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში .