საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა-საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.

2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასეთია: ქალაქი -18,0 %; სოფელი – 23,1 %; საქართველო – 20,1 %.

2017 წელს მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით 21,9% იყო, ქალაქში 18,6 %, სოფლად კი 26,6%.

სიღარიბის ზღვარი მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება.