თბილისსა და რეგიონებში ენერგომომარაგება შეზღუდულია.
საქართველოს ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი”. რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამ დროისთვის ავარიის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.