საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროცესი კოსტავას გამზირზე (+ფოტო)

კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო.

კოსტავას 23 ნომრიდან ყველა საცხოვრებელი სახლის გარე ფასადი მოეწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ქრიათივ ომფრეშენს კავკასუსი,, შეასრულებს.

სახელშეკრულებო პერიოდი 25 აპრილს დაიწყო და 2020 წლის მარტის ბოლომდეა განსაზღვრული.