სახანძრო–სამაშველო ეკიპაჟები მე–19 მიკრორაიონში (+ფოტო)

მეცხრამეტე მიკრორაიონში რამდენიმე სახანძრო–სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება კომპანია “სოკარის” წარმომადგენლობაც. ცეცხლი მე–11 კორპუსის 41–ე ბინაში, მეცხრე სართულზე გაჩნდა. სავარაუდოდ, საჭმლის მომზადების დროს, ქარის გამო, ცეცხლი მუყაოს ქაღალდს გადაედო და აალება მოხდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება საჭირო არ გახდა, დაშავებული არავინაა.