ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი, ოთარ შამუგია რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
მათ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, არსებული საჭიროებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, რეგიონში საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს და მიმდინარე პროექტებს.