რუსთავის სერვისცენტრი ქალაქში სეზონურ სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოები კოსტავას, შარტავასა და კიდევ რამდენიმე ცენტრალურ გამზირზეა დაგეგმილი. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მწვანე საფარის მოვლა–პატრონობა ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.
სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე მეგობრობის გამზირზე მუშაობენ.









