სენაკის მე-2 საჯარო სკოლის 24-მა მოსწავლემ, ინტოქსიკაცია მიიღო.
ისინი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბავშვების ასაკი 10-11 წელია.
ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები უცნობია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.