რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის მუნიციპლიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დიდი რაოდენობის მსხვილფეხა პირუტყვი დაიღუპა. პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. მათი განცხადებით დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვია დარუპული.
“მარნეულის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი აღინიშნა.
ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი.
მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.”-ნათქვამია განცხადებაში.