სურსათის სააგენტომ რუსთავში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ განხადებას სურსათის ეროვნუული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.

სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.”-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც tv-4ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, მე-15 საჯარო სოკოლაში ბავშვების ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სკოლის კაფეტერიაში შეძენილმა ლობიანმა გამოიწვია.

მოსწავლეების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილია.