ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ნაცუ ბაშოს მე-14 დღეს მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.ტოჩინოჩინისთვის ეს მე-10 გამარჯვება იყო, რაც ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად საკმარისია.
ლევან გორგაძე ისტორიაში გახდა მე-6 რიკიში, რომელმაც ოძეკობის დათმობიდან შემდეგ ბაშოზევე დაიბრუნა ეს ტიტული.