ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში ოქროს სამკაულის ყიდვას ყალბი ფულით აპირებდა. 

მაღაზიის გამყიდველმა პოლიცია  გამოიძახა, რა დროსაც დამნაშავემ გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.
საქართველოს მოქალაქეს ჩხრეკის შედეგად  130 ცალი ყალბი 500-ევროიანი ბანკნოტი აღმოაჩნდა, რომელთაც რუსული წარწერა ჰქონდა.