უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი.

“11-12-13 მაისს საქართველოში, უმეტესად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.”- ნათქვამია განცხადებაში.