ამ წუთებში ინტერტრანსის კუთვნილი ერთი მიკროავტობუსი მეორე ავტობუსის ბუქსირებას ახორციელებს, ორივე მათგანში არიან მგზავრები. აღნიშნული ფაქტი კანონით აკრძალულია. ვინაიდან მგზავრთა გადაყვანა ე.წ ბუქსირების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვიდეო კადრები ტვ4-მა ავტობანზე გადაიღო. კომპანია ,,ინტერტრანსში“ აღნიშნულის შესახებ ტვ4-გან შეიტყვეს და განმარტეს ,რომ მძღოლის ქმედება ყოვლად დაუშვებელია. ფაქტის შესახებ მოკვლევა დაიწყება და არ არის გამორიცხული მძღოლს საჯარიმო სანქცია დაეკისროს.