ფაშიზმზე გამარჯვების დღეს რუსთავიც აღნიშნავს (+ფოტო)

ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქი რუსთავიც შეუერთდა .მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცეს.

9 მაისის ღონისძიებებს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. რუსთავის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ გარდაცვლილების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.