
ფონიჭალაში მანქანის შეჯახების შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა.
ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.