სომხეთის რესპუბლიკის საზღვრისკენ მიმავალი საავტომობილო გზის (კმ 85 – კმ 98 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი მიმდინარე წლის 17 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 10–დან 15 მაისამდე გაგრძელდება.
ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვის შემდეგ დასრულებული უნდა იყოს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 274 187 ლარია.