ქალაქის შემოსასვლელში არსებული ბეტონის სიჩქარის შემარხებელი, რეაბილიტაციის პროცესშია.
მოსახლეობამ tv4-ს დახმარებისთვის მიმართა. მათი თქმით, ავტომანქანით გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთხელ დაიწერა.
აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება “რუსთავსერვის ცენტრის” პრეროგატივაა.
სამსახურის უფროსის განცხადებით, 5 ივნისს სამუშაოები დასრულდება და ე.წ შემაფერხებელი შესაბამისი სტანდარტებს დააკმაყოფილებს.