კიევში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 10 წონითი კატეგორიიდან 4-ში ოქროს მედალი მოიპოვა.
მოჭიდავეებმა კიდევ 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან უმაღლესი სინჯის მედალი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა. ქერიმ მაჩალიკაშვილმა და გურამ ხეცურიანმა მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი 5 ქართველი ავიდა.
როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ჯამში მეორე ადგილზე გავიდნენ და ჯამში 17 მედალი მოიპოვეს.