ქართველმა პარამოფარიკავემ მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა სან პაულოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით მოფარიკავეთა შორის საქართველოს ნაკრებს სამი წარმომადგებელი ჰყავდა.

ირმა ხეცურიანი მოფარიკავეთა შორის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ერთ-ერთმა ნაკრების წევრმა ნანა თიბილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.