ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) ნაცუ ბაშოზე ბრწყინვალე გამოსვლას აგრძელებს. მას შვიდ დღის შემდეგ შვიდი გამარჯვება აქვს. ტოჩინოშინი მაკუჩი დივიზიონში დასავლეთის პირველ მაეგაშირას, იაპონელ კოტოშოგიკუს (180სმ,176კგ, ბალანსი ბაშოზე 2:3, ბალანსი ლევანთან 24:9) შეხვდა. ლევანს ცხრა მოგებიდან ოთხი ბოლო 4 შეხვედრაში ჰქონდა მოპოვებული.
ლევანმა წარმატებით განაგრძო კოტოშოგიკუსთან სხვაობის შემცირება, გაუძლო მის საწყის აქტიურობას და მავაშში ძლიერი აღების შემდეგ დოჰიოს მიღმა გაიყვანა მეტოქე.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის აღსადგენად 15–დან 10 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. მას ხვალვე შეუძლია დადებითი ბალანსის დაფიქსირება.