ქუთაისის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა დაიწყო

რუსთავში ქუთაისის ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა დაიწყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე ბორდიულები მოეწყობა და ქვაფენილიც დაიგება.
პროექტის ღირებულება ქუთაისის ქუჩაზე 267 511 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

ქუთაისის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 10 მაისს დასრულდება.​