რუსთავში ლეონიძის 14 ნომერში სახანძრო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
ლიფტში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გაიჭედა, რის გამოც სამაშველოს გამოძახება გახდა საჭირო.
მოსახლეობის განცხადებით, კორპუსში ასევე დამწვრის სუნი შეინიშნებოდა.
ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა ბავშვები ლიფტიდან უვნებლად გამოიყვანა.