საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე მისვლისას განცხადება გააკეთა.
მინისტრმა აღნიშნა რომ: ,, დღევანდელ დღე, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შსს აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის გარკვეული ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების, რაც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და ზოგადად საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებით არის საკმაოდ კონცენტრირებული. აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს, თუ უბრალო სამართალდარღვევები, პოლიციისა და შსს-ს რეაგირება, განურჩევლად მხარეებისა, იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი, ისე, როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის, როდესაც მოხდა გასროლა. „ -აღნიშნა გახარიამ.