“ჩაერთე SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული”-რუსთავის წყალი

ჩაერთე SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული.

კომპანია რუსთავის წყალი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლებს SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს. rwc-ის SMS სერვისზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად ერთვება SMS სერვისში.
SMS სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ.
გარდა ამისა, SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის და ცხელი ხაზის – 22 00 11 – მეშვეობით.