ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას რუსთავის ეპარქია შეუერთდა.
ჭყონდიდელის დასახლებაში მეუფე იოანე სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობის პოზიცია მოისმინა და საკუთარი დამოკიდებულების შესახებაც ესაუბრა.
მეუფე იოანემ მოქალაქეებს ურჩია საკუთარი მოთხოვნები წერილობითი ფორმით შეაჯერონ და შესაბამის უწყებას მიმართონ, რის შემდეგაც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი უნდა დაიწყოს.