ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯში (+ფოტო)

სამოქალაქო აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი იმ ბილიკზე გაავლეს, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით ამ ქმედებით აფიქსირებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აქტივისტების მიზანია, რომ საზოგადოებას, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, აჩვენონ, რომ დავით გარეჯი საქართველოა და რომ იქ გადაადგილების შეზღუდვა ცდება კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული არიან როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.