წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ცენტრალურ გზასა და სოფელ ბეშათშენის დამაკავშირებელ გზაზე, მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 414 892 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოებს (შპს) “გ და კ ტექნოლოგი” ასრულებს
პროექტი 2019 წლის 1 ივლისს დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე გაეცნო.