ხანძარი გაჩნდა მეგობრობის გამზირის 39 ნომერში ,საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით , ხანძარი სიგარეტის ნამწვისგან ღამის საათებში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, აგრეთვე საპატრულო პოლიციიის ეკიპაჟები.ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.