ხანძარი 21-ე მიკრორაიონში

ხანძარი გაჩნდა რუსთავში ,21-ე მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე. ბინაში არავინ იმყოფებოდა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მეზობლებმა გამოიძახეს. სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მეხანძრეების ინფორმაციით საცხოვრებელი ბინა სრულად არ არის დამწვარი და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.