ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი, დ.ღ. დამნაშავედ სცნო.

პროკურორის განცხადებით, არასრულწლოვნის წინააღმდეგ მტკიცებულებების სახით არსებობდა ათეულობით მოწმის ჩვენება, წარმოდგენილი იყო ვიდეოჩანაწერები და მტკიცებულებები.
პროკურორის თქმით, სასამართლო სასჯელის სახესა და ზომას 22 მაისს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, ცრუ ჩვენების ბრალდებით დ.ღ. 19 ივლისს დააკავეს.
მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ექვსი თვის შემდეგ პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.