10 საათის მონაცემებით სკოლებში 11 150 პირველკლასელია დარეგისტრირებული

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში, 10:00 საათის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 11 150 ბავშვია დარეგისტრირებული.

მინიმალური აქტივობა რაჭაში დაფიქსირდა, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირველკასელია დარეგისტრირებული. აქტიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისზე მოდის, თუმცა რამდენი პირველკლასელი დარეგისტრირდა ამ დროისთვის დედაქალაქის საჯარო სკოლებში, მონაცემები ზუსტდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 9:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაცია მითითებულ ვებ–გვერდზე ხორციელდება: http://registration.emis.ge/