თელავის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ბიჭს ბებია ფიზიკურად გაუსწორდა.
არასრწულოვანი მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშიც პოლიციის თანხლებით გადაიყანეს. ბავშვს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები აღენიშნებოდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოში პარასკევს,
3 მაისს შევიდა. ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ბებიას უკვე განაშორეს და მასზე დროებით ზრუნვა მამიდას დაეკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.